ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია – გიორგი ჩიქოვანმა და ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვეს

ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია – გიორგი ჩიქოვანმა და ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა – პირადი განცხადებების საფუძველზე, თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა.
ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ამ დრომდე ლევან გამყრელიძე იყო, ხოლო ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა