თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებას დაესწრო. თავდაცვის მინისტრი ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდა და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე იმყოფებოდა.
ვლაქერნობის დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე გერასიმეს წინამძღოლობით ათეული წლებია იმართება. ამ დღეს ზუგდიდში თავს იყრის მართლმადიდებელი მრევლი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას