მადრიდის “რეალი” ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას” – დიეგო ლოპესი

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მეკარემ დიეგო ლოპესმა AS-თან ინტერვიუში “ბლანკოსის” შესახებ ისაუბრა. ესპანელმა კარის დარაჯმა კარიერა ახლახანს დაასრულა, “სამეფო კლუბის” ღირსებას კი 2005/2007, 2013/2014 წლებში იცავდა.
მისი თქმით, “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ადგილას ჰოლანსა და მბაპეს შორის არჩევანს ამ უკანასკნელზე შეაჩერებდა, თუმცა ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მადრიდული კლუბი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას.
“ჰოლანსა და მბაპეს შორის ფრანგს ავირჩევ, მას “რეალისთვის” ბევრის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მადრიდი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას, მათ შორის იმ დიდებულ ფეხბურთლებზე, რომლებსაც “რეალის” მაისური მოურგიათ.
არ ვიცი კილიანი
რას გადაწყვეტს, თუმცა თუ მსოფლიოს ყველაზე დიდ გუნდში თამაში გსურს, გარკვეულ რისკზე უნდა წახვიდე”, – განაცხადა ლოპესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში