საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა და ელჩების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიწვევით ჩადის.
„მომავალი კვირის ორშაბათს, 21 ივლისს, ანდრეი სიბიგას მიწვევით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად უკრაინაში გავემგზავრები, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინის მიმართ საფრანგეთისა და ევროპის მხარდაჭერა“, – განაცხადა ბარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)