უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით, 5 ნოემბრამდე, გახანგრძლივება დაამტკიცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟელეზნიაკის თქმით, გადაწყვეტილებას მხარი 320 პარლამენტარმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. ის ძალაში 7 აგვისტოს შევა და 90 დღის განმავლობაში, ანუ 5 ნოემბრამდე იმოქმედებს.
ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ 16 აპრილს უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
