პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს – საბოლოოდ, ალბათ, შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც სავიზო რეჟიმის დაბრუნება ჰქვია

ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებისა და მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით“.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირად შეეცდება, რომ ევროპას დააბრალოს და ქართველი ხალხის თვალში ევროპა ის ბოროტმოქმედი იყოს, რომელმაც საქართველო აღარ მოინდომა, ჩვენს ხალხს დაუწესა სავიზო რეჟიმი და ა.შ. სინამდვილეში, ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებების, მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით. საბოლოოდ, ალბათ, შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში, ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”