Tesla-მ მუმბაიში შოურუმი გახსნა და ინდოეთში Model Y-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო

Tesla-მ მუმბაიში შოურუმი გახსნა და ინდოეთში Model Y-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო
ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ მუმბაიში შოურუმი გახსნა, რომელიც კომპანიისთვის პირველია ინდოეთში, იტყობინება Reuters.
ვებსაიტმა Model Y-ის შეკვეთების მიღება დაიწყო. სააგენტო აღნიშნავს, რომ უკანა წამყვანი თვლიანი კროსოვერის ფასი დაახლოებით 6 მილიონი რუპია (70 000 დოლარი) იქნება, რაც კომპანიის მთავარ ბაზრებზე ყველაზე მაღალი ფასია.
ელექტრომობილების მიწოდება, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა