გიორგი ბაჩიაშვილზე – ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან – გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა

ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან – გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას.
„გუშინ, მე პენიტენციური სამსახურის განცხადება [გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით] მოვისმინე. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც მსჯავრდებულები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს ძალიან მძიმეა. გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცემა”, – აღნიშნა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ციხეში მომხდარი „ს დავალებით მოუწყვეს“, კალაძე ამბობს, რომ „ამასთან დაკავშირებით ყველანაირი სპეკულაცია შეიძლება“.
ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია სთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელიას ადვოკატი – ოპოზიციური სპექტრის გაქრობის გადაწყვეტილებაა მიღებული – გამოდის, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, თვითნებობას, პროტესტებში მიიღებს მონაწილეობას, ჩაითვლება საბოტაჟის ჩამდენად

რასა იუკნევიჩიენე – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სრული სასოწარკვეთის მდგომარეობაში უკონტროლოდ, აგრესიულად იქცევა – ყველა, ვისაც ყალბი, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის გმირია