ექიმის განცხადებით, „სადგურის მოედანზე“ კორპუსის ნაწილის ნგრევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სტაბილურად მძიმეა და ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით მცირედით გაუმჯობესდა.
„მდგომარეობა სტაბილურია უფრო, ვიდრე გუშინ. ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მართვით სუნთქვაზე არ არის. სტაბილურად მძიმეა. გონზეა, სპონტანურ სუნთქვაზეა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. სიცოცხლესთან შეუთავსებელი ამ წუთში არაფერია. დღეს შედარებით უკეთესადაა.“,- რეანიმაციის ხელმძღვანელმა კობა ბალიაშვილმა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო