გოჩა მირცხულავა: დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობებით, ევროკავშირიდან და -დან ვერ მივიღეთ სამ მილიარდ ლარზე მეტი

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
2024 წლის ოქტომბრის შემდეგ – დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობებით, ევროკავშირიდან და -დან ვერ მივიღეთ სამ მილიარდ ლარზე მეტი.
საქართველოში არასრული პროექტების დაფინანსება ევროკავშირის მიერ წლების მიხედვით ასე გამოიყურება – €300 მლნ 2020–ში, შემდეგ €420–500 მლნ წელიწადში 2021–23 წლებში; 2024-ში ~300 მლნ, ნახევრად შეზღუდული დაფინანსებით.
აშშ ცალკეული პროექტები – 2022-ში – დაახლოებით $520–600 მლნ. 2023-ში – $600 მლნ, 2024-ში – $475 მლნ,
ვიმეორებ ეს არის მხოლოდ ცალკეული პროექტების ჯამი და ყველა დაინტერესებულმა პირმა შეიძლება იგივე ინფორმაცია მოიძიოს.
რამდენი სხვა სიკეთე დაიკარგა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოლო 9 თვის განმავლობაში?
აგერ 2026 წლის 1 იანვრიდან უფასო როუმინგის პროგრამაშიც ჩაერთვება. იგივე სიკეთით ისარგებლებენ მოლდოველები.
გაჩერებულია – არც განიხილება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოსახლეობის ლეგალური დასაქმების პროგრამა.
არ მგონია აზრი ჰქონდეს ყველაფრის ჩამოთვლას რაც დავკარგეთ და რასაც დავკარგავთ.
ახლა კიდევ უვიზო დგას საფრთხის წინაშე.
და ამ ყველაფრის შემდეგ, ვინმე მეტყვის, რომ რაც საქართველოში ხდება ეს სუვერენიტეტის დაცვაა? ეს მავნებლობაა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი