კაია კალასი – ჩვენ მიერ შეთავაზებული სანქციების სია ორ მოსამართლესაც მოიცავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ მიერ შეთავაზებული სანქციების სია მოსამართლეებსაც მოიცავს.
„დიახ, შევთავაზეთ სია, რადგან ვხედავთ, რომ ახალგაზრდა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები მართლაც ძალიან, ძალიან, არაპროპორციულია, ამიტომ ცხადია, რომ სასამართლო სისტემაც ამ აპარატის ნაწილია. ასე რომ, დიახ, სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამას განვიხილავთ. როგორც იცით, ადრე გვქონდა ბლოკირება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე განვიხილავთ ჩვენს სამუშაო მეთოდებს და მოგვიანებით გავაგრძელებთ ამას“, – განაცხადა კალასმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შემდეგ შეკითხვაზე: „ადასტურებთ თუ არა, რომ შეთავაზეთ მიზნობრივი სანქციების სია და ეს სია მოსამართლეებსაც მოიცავს?“
მისი თქმით, თუ სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვნებას ვერ მიაღწევენ, მის დამტკიცებას ვერ შეძლებენ.
„ვცდილობთ, მაგრამ თუ ბლოკირებას ვერ დავძლევთ, მაშინ ვერ შევძლებთ. თუმცა, დღეს გვექნება წერილი, რომელიც საქართველოს გაეგზავნა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ და თუ ეს პირობები ვადაში არ იქნება შესრულებული, მაშინ უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო