მარკო რუბიო – პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით

-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა, – ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას, ან არ მიიღოს.
„რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტად რჩება ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით მიღწეული ხანგრძლივი შეთანხმებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”