თბილისში, “სადგურის მოედნის” მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია, ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსასურმა 15 ივლისის 00:35 წუთზე გაავრცელა.
14 ივლისს საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე 19:00 საათისთვის მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა – 1
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შენობა ავარიული იყო. თუმცა, როგორც მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა თქვა, მაცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომინიკაცია შენობის დაცლაზე, მაგრამ ყველა მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებენ.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამხელაც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
ფორუმი
