სენაკში ორ მოზარდს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა – ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ხიდზე გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ხიდის ქვეშ გაჩერებულ სატვირთო მატარებლის ცისტერნაზე ქუდი ჩაუვარდა.
მოზარდები ვაგონზე გადაძრომის დროს ელექტრო სადენს შეეხნენ. თვითმხილველის თქმით, ბავშვები კონტაქტურები არიან.
ისინი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს