გოლების წვიმა “ენფილდზე” – “ლივერპულმა” “ნიუკასლი” დაამარცხა [VIDEO]

პრემიერლიგის 20-ე ტურში “ლივერპულმა” “ნიუკასლს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.
22-ე წუთზე “კაჭკაჭების” კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა მოჰამედ სალაჰმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
49-ე წუთზე ეგვიპტელმა შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მაინც შეძლო, გატანილი გოლიდან 5 წუთში ალექსანდერ ისაკმა სხვაობა აღადგინა.
74-ე წუთზე კერტის ჯონსმა “ლივერპული” წინ გაიყვანა, მალევე, გაკპომ მეტოქესთან სხვაობა გაზარდა. 81-ე წუთზე სვენ ბოტმანმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. საბოლოო წერტილი კი თერთმეტმეტრიანით მოჰამედ სალაჰმა დასვა.
ამრიგად, “ლივერპული” ჩემპიონატში 45 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, იურგენ კლოპის გუნდი მორიგ მატჩს
7 იანვარს, ინგლისის თასზე, “არსენალის” წინააღმდეგ გამართავს.
“ნიუკასლი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-9 ადგილზეა, ედი ჰაუს გაწვრთნილი გუნდი 6 იანვარს, ინგლისის თასზე, “სანდერლენდს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში