ხატია დეკანოიძე – ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და ბეწვზე გადარჩა – კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი, რა გააკეთე, რომ აგეცილებინა?

ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და თორნიკე ბეწვზე გადარჩა. რამდენიმე მეტრით აცდა მოშვავებული ბეტონი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოიძე ეხმაურება “სადგურის მოედანზე” საცხოვრებელი სახლის ფასადის ჩამონგრევას, რასაც ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
„გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვლა.
უამრავი ადამიანი რეკავდა მერიაში და აფრთხილებდა.
კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი, რა გააკეთე, ეს რომ აგეცილებინა?
მარტო ფულის ხაპვა იცით. მეტი არაფერი!! ესაა ქოცების მშვიდობა! თუ არ გაგიმართლა – მოკვდები”, – წერს დეკანოიძე.
თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა