სალომე სამადაშვილი – ვაშინგტონში გვექნება საუბარი, რა ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებას ველოდებით ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიის გადასარჩენად – გვჭირდება ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის ამუშავება

გვექნება შეხვედრა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რადგან გვჭირდება „MEGOBARI აქტის“ სწრაფად მიღება და აქტთან ერთად, გვჭირდება ძალიან სწრაფად ს ხელისუფლებასთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის ამუშავება, რათა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო არ იქნეს მიტოვებული ს კლანჭებში , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ვაშინგტონიდან ჩართვის დროს განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს მთავარი მოკავშირე სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყოს.
„ვიმყოფები ვაშინგტონში, სადაც დაიწყო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური ვიზიტი. ჩვენ გვექნება უამრავი შეხვედრა -ის დედაქალაქში იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება; ახალი საპარლამენტო და დემოკრატიული პროცესის აღდგენა. მიგვაჩნია, რომ ამაში ჩვენი მთავარი თანამოკავშირე უნდა იყოს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის მთავარი ამოცანა, მაგრამ ჩვენ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია დემოკრატია და ის არის გაუქმებული ყველა დონეზე, დაწყებული ეროვნული არჩევნების დონიდან და დამთავრებული ადგილობრივი არჩევნებით, საქართველოს მოქალაქეები არიან ბედის ანაბარად მიგდებული და ამ შედეგებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ტრაგედიაში, რომელიც, სამწუხაროდ ჩვენი ყოფის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თითქოს.
ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი მიმდინარე კვირას ვაშინგტონში, რა ზეწოლის ბერკეტების ამოქმედებას ველოდებით, ჩვენ ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარებითა და გვერდში დგომით.
ჩვენი ამოცანა, პირველ რიგში, არის ის, რომ ამ რეჟიმზე ზეწოლის ბერკეტები შეიქმნას. ეს არის, მათ შორის, რეჟიმის სანქცირება.
ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მეგობრებს, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, როდესაც გეოპოლიტიკურად საქართველო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაკარგოს იმიტომ, რომ რუსეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ გადაფორმებას. ეს არ უნდა იქნეს დაშვებული.
„MEGORBARI აქტი“ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც, ჩვენი პოზიციით, უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება სწრაფად. გარდა ამისა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ჩვენი ლიდერებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტების, ჟურნალისტების,მათი გათავისუფლების თემა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე გვექნება შეხვედრა ჰელსინკის კომისიაში. გვექნება შეხვედრა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება „MEGORBARI აქტის“ სწრაფად მიღება და აქტთან ერთად, გვჭირდება ძალიან სწრაფად ამუშავება ახალი პოლიტიკის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან მიმართებაში იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო არ იქნეს მიტოვებული რუსეთის კლანჭებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.