ლატვიაში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს ეკრძალება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ლატვიაში ჩასვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალება.
„მე მივიღე გადაწყვეტილება კიდევ 55 საქართველოს მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისათვის არასასურველ პირთა სიაში, იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლა აიკრძალა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.
მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერ, ლატვიამ სავიზო შეზღუდვა „ოცნების“ 13 წარმომადგენელს დაუწესა. კიდევ უფრო ადრე კი ბალტიის ქვეყნებმა „ოცნების“ წარმომადგენლებს ერთობლივად დაუწესეს სანქციები.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით