“ამ ეტაპზე არის ერთი გარდაცვლილი”, – გელა გელაძე სადგურის მოედანზე მომხდარ შემთხვევაზე

“ოცნების” შს მინისტრმა გელა გელაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
“ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.
ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ არის ის, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, აუცილებლად უახლოეს პერიოდში გეტყვით”, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”