რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

რუსული ძალები უკრაინას წუხელ Shahed-ის 35 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან გაუშვეს.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძრები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ