მოქალაქეების ინფორმაციით, „სადგურის მოედანზე” ნანგრევებში სულ მცირე ორი ადამიანია მოყოლილი

„სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო­ დახმარების ჯგუფები მუშაობენ.
მიმდინარეობს როგორც გაწმენდითი,ასევე, ძებნა – შველის სამაშველო სამუშაოები.
მოქალაქეები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია მოყოლილი და მათი ამოყვანა ამდრომდე ვერ ხერხდება.
ადგილობრივების თქმით, ნანგრევებში მინიმუმ ორი ადამიანია მოყოლი.
არსებული ინფორმაციით, კორპუსის შიგნით დაშავებულები არ არიან, სავარაუდოდ ნანგრევებში გამვლელები და ადგილობრივი მოვაჭრეები მოყვნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ტერიტორიაზე დაზიანებული ავტომობილები.
ინფორმაციისთვის, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ჩამოინგრა, სავარაუდოდ, სახურავის ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”