ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დასრულდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი დასრულდა.
სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა.
პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობლის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ, შეძახილებით: „თავისუფლება მზიას“.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების განხილვა მოხდა.
სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ს და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღევანდელ პროცესზე ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა, ადვოკატების შუამდგომლობა, რომელებიც მოითხოვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” წევრის ნინო წილოსანის მოწმის სახით გამოკითხავას.
გამოცემა „ბათუმელების“ჟურნალისტების ინფორმაციით, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერას საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება.