“წელს დემბელეს, გაისად კი – იამალს” – ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება

ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანსისკო „ლოკო“ კარასკომ თქვა, რომ, მისი აზრით, 2025 წლის ოქროს ბურთს უსმან დემბელე იმსახურებს. აგრეთვე, იმედოვნებს, რომ მომდევნო წელს ამ ჯილდოს ლამინ იამალიც დაისაკუთრებს.
„ამ სეზონის ოქროს ბურთს დემბელეს მივცემდი. გაისად, კი, იმედი მაქვს, რომ იამალი მოიგებს. ფაქტია, დემბელემ სეზონის ბოლოს უფრო მეტ რამეს მიაღწია, თუმცა ლამინს თავისი ნიჭისა და თამაშის სტილის წყალობით ოქროს ბურთის მოპოვება შეუძლია,“ – კარასკოს სიტყვებს ციტირებს მუნდო დეპორტივო.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში 17 წლის ესპანელმა გარემარბმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სრულწლოვანი გახდა, 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 25 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგის მონაგარში კი 53 მატჩში 36 გატანილი გოლი და 16 გაკეთებული ასისტია. იამალმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო დემბელემ ფრანგული „ტრებლს“ ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაუმატა.
[VIDEO] 0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჩელსისთან” მატჩში?
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა – პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
“სულელი ვარ” – ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
“პსჟ-ს ფინალში მან ულიდერა და “ოქროს ბურთს” იმსახურებს” – ლუის ენრიკემ შეგირდი გამოარჩია
დემბელე მინიმუმ ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს – პსჟ-ის სერიოზული დანაკლისი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
“ასეთი ჯილდოები არ მაინტერესებს, მაგრამ…” – რა თქვა ლუის ენრიკემ
“იამალის მსგავსი ტალანტია” – დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია
“ოქროს ბურთი” წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს” – ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა