მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტნე გამსახურდიას ეხმაურება: არ ვიცი ამ წერილს რა ფორმით ვუპასუხო, არ ვარ მაინცდამაინც ქართულ გრამატიკაში კარგი. მაგრამ ძაან მომინდა გავაზიარო და დავწერო

ვახა ტერლოევი, იგივე მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტნე გამსახურდიას ეხმაურება და ამბობს, რომ მასთან დიდი მეგობრობა აკაავშირებდა.

არ ვიცი ამ წერილს რა ფორმით ვუპასუხო, არ ვარ მაინცდამაინც ქართულ გრამატიკაში კარგი. მაგრამ ძაან მომინდა გავაზიარო და დავწერო. მიუხედავად ამ ჩემი სუსტი გრამატიკისა. შევეცდები ჩემი ძმური, მეგობრული კაცური სიყვარული, ცოტნეს მიმართ გამოვხატო.
.
მე ჩემი ცხოვრების დალაგებული თუ დაულაგებელი ყველა ეტაპი დავასრულე 2017 წლის 26 დეკემბერს, დავკარგე ის რაც გამაჩნდა სრულიად ყველაფერი, ის კიარა ამ ღამის მერე მზის არსებობაც არ ვიცი და არც ვარსკვლავებისთვის შემიხედია ცაში, რამე სურვილების ასრულების სურვილებით.
ამ ყველაფერს ალლაჰის ნება დავარქვი და ერთად ერთ ალლაჰს, ღმერთს მივანდე ჩემი არსათკენ მიმავალი გზა.
.
ჩემთვის ისედაც მძიმე პერიოდში, ჩემს მეგობარ ცოტნეს გამსახურდიას უფრო მეტად და ღრმად შევეჭიდე მისი კაცური და ძმური სიყვარულით და იმედის მომცემი ძმური ვაჟკაცური გრძნიბებში. ერთი სიტყვით ციტნე იყო ჩემთვის დიდი მეგობარი. ყოველი შეხვედრა, ჩემი და ცოტანესი იწყებოდა ჩეჩნურად მისალმებით და ღმერთის ხსენებით. არც ქართულად მისალმება და გამომშვიდება არ დაგვიწყებია.
.
ყოველი ჩემი და ცოტნეს უკვე კარვების გარეთ, პარლამენტის წინ, იყო ასევვე ძმური დროებითი გამომშვიდება, ვახა ღმერთი გფარავდეს, ერთ დღესაც ცოტნეს ზარი დაფიქსირდა ჩემს ტელებლფონზე, ვახა შეგიძლია ამოხვიდე ჩემთან კოლხურ კოშკში, რათქმა უნდა იმ წამსვე გავემზადე და გულმაც ცუდი მიგრძნო.
ეს მეორე შემთხვევა იყო, როდესაც ვიგრძენი გულის ამბავი,
რამდენად გძნობიარეა ის როცა შენთვის ძალიან კაცური მამაკაცური მეგობარს ეხება, მაგრამ მოხდა ისე, ზარზე, ზარი შემოვიდა, ვახა ხვალ გნახავ ღმერთ გფარავდეს.
.
ეს უკვე ტელეფონზე გამომშვიდებელი სიტყვები იყო.ამის მერე მე და ცოტნე, არც ქართულად და არც ჩეჩნურად არ მივსალმებივართ და არც, გამომშვიდებელი სიტყვები ყოფილა. ერთად ერთი როცა თურქეთში კლინიკაში ჩავაკითხე, იქ კი მივესალმე, ჩემთვის და ცოტნესთვის ჩვეული სალამით. მაგრამ, ის უგონოდ და სიცოცხლე წართმეული იყო, სამწუხართ მას ჩემი არ ესმოდა. ცოტნე ძმაო ღმერთი და ალლახი გფარავდეს. შენი ძმა ვახა.