მთავრობამ ს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა

მთავრობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილის სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივა. “ქართული ოცნების” პრემიერის ირაკლი კობახიძის განკარგულებით, კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარლამენტო ს წინ დაუნიშნეს.
8 ივლისს გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ს თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა 2026 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივეს.
“გიორგი კალანდარიშვილს დაენიშნოს/გაუგრძელდეს სახელმწიფო დაცვა შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში”, – წერია ბრძანებაში. გიორგი კალანდარიშვილს დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უნდა გამოუყოს.
ირაკლი კობახიძის გასული წლის ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ დაცვა ცესკოს თავმჯდომარეს “საჭიროების გასვლამდე” ენიშნებოდა.
“2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს”, – აღნიშნული იყო კობახიძის მიერ 2024 წლის 10 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებაში.
საქართველოში 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის უნდა გაიმართოს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის