18 ევრობიუროკრატის სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე

18 ევრობიუროკრატის სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ევროპელების წერილს ეხმაურება. ის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკომისრის გზავნილს „სამარცხვინოს“ უწოდებს.
„18 ევრობიუროკრატის ეს სამარცხვინო განცხადება არის პირდაპირი თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ქართველი ხალხის არჩევანზე. ეს განცხადება მთელ რიგ უზუსტობას შეიცავს, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო თანმიმდევრულად პასუხობს.
თუ დავუკვირდებით ამ განცხადებას, გამოდის რომ ისინი ფაქტობრივად უკმაყოფილოები არიან იმით, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა სრულდება და სამართლიანობა, მართლწესრიგი არის შესრულებული იმ დონეზე, როგორც ამას საერთაშორისო სამართალი და თვითონ ევროპის სამართალი მოითხოვს“, – მიიჩნევს სეფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს