აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის დასაცავად აუცილებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „კარგად საუბრობს, მაგრამ დღის ბოლოს ყველას ბომბავს“.
„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდურესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა აქ პატარა პრობლემაა – მე ეს არ მომწონს. უკრაინას სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, Patriot-ის რამდენ სისტემას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.
1tv.ge
