ოთხ მსხვილ სასაქონლო ტრეიდერს – Trafigura-ს, Mercuria-ს, Glencore-ს და IXM-ს – შეუძლიათ 300 მილიონ დოლარზე მეტი მოგების მიღება, ტარიფების დაწესებამდე, აშშ-ში სპილენძის რეკორდული მოცულობების გაყიდვით – ამის შესახებ, Financial Times წერს.
ეს ყველაფერი აშშ-ში სპილენძის ფასების მკვეთრი ზრდის დამსახურებაა, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპმა 1 აგვისტოდან სპილენძის იმპორტზე ახალი 50%-იანი ტარიფები გამოაცხადა, რაც ბაზრის მოლოდინს ორჯერ აღემატებოდა.
ტრამპის განცხადების შემდეგ, აშშ-ში სპილენძის ფასი რამდენიმე წუთში 13%-ით გაიზარდა, ხოლო ლონდონის ლითონის ბირჟაზე ფასებთან სხვაობამ 28%-ს მიაღწია.
ვრცლად liga.net–ზე
