„რესტიტუციის კანონი გვაქვს, მაგრამ მასში ისეთი პუნქტებია შეტანილი, რომ არ იძლევა საშუალებას დევნილმა დაიკანონოს თავისი უძრავი ქონება, რომელიც გააჩნდა აფხაზეთში, თუ სამაჩაბლოში“ – ინგა ახალაია

„რესტიტუციის კანონი გვაქვს, მაგრამ მასში ისეთი პუნქტებია შეტანილი, რომ არ იძლევა საშუალებას დევნილმა დაიკანონოს თავისი უძრავი ქონება, რომელიც გააჩნდა აფხაზეთში, თუ სამაჩაბლოში“ – ინგა ახალაია
ს დე ფაქტო ხელისუფლებას ,,სამოქალაქო კოდექსში” ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც ახალი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ეხებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და იმ პირებს, რომლებიც 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში და არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების წევრებს ეკრძალებათ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება. ინიციატორი დიმიტრი მარშანიაა.
აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და სამოქალაქო აქტივისტი ინგა ახალია ,,კომერსანტთან” აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებს იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან მას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, თუმცა ხელისუფლების დუმილი მიუღებელია. მისივე თქმით, დევნილებმა ხელისუფლებას რესტიტუციის საკითხზე მრავალჯერ მიმართეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების მათთვის დაკანონება მოითხოვეს, თუმცა რესტიტუციის საკითხი დღემდე გადაუჭრელია. ინგა ახალაია კანონში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
,,დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 1993 წლიდან მიღებული კანონები მართალია არაკანონიერად ითვლება და მას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დასავლური ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს არ აღიარებენ, მეტიც ევროპარლამენტი ყოველ წელს იღებს რეზოლუციას დევნილების დაბრუნების შესახებ, მაგრამ ქართული ოცნება ყოველ ჯერზე დუმს იმ მოვლენებზე და არ პასუხობს, რომელიც ვითარდება აფხაზეთში. ჩვენ, დევნილებმა, საინიციატივო ჯგუფმა, არაერთხელ მივმართეთ ქართულ ოცნებას რესტიტუციის საკითხზე. ვითხოვდით კანონის ამოქმედებას, რომელმაც უნდა დაიცვას დევნილთა უფლებები. წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროექტი “ჩემი სახლი” , რომელიც შეჩერდა, ითვალისწინებდა ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დაკანონებას დევნილებისთვის. დღევანდელი მოცემულობა ასეთია: იუსტიციის სახლი დევნილებს არ ურეგისტრირებს მათ კუთვნილ ქონებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ითხოვს აზომვით ნახაზს. დევნილმა რომც მიიტანოს აზომვითი ნახაზი, მაინც არ აღიარებს, რადგან საქართველოს კანონი 1993 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ დოკუმენტაციას არ ცნობს. გამოდის, რომ რესტიტუციის კანონი გვაქვს, მაგრამ მასში ისეთი პუნქტებია შეტანილი, რომ არ იძლევა საშუალებას დევნილმა დაიკანონოს თავისი უძრავი ქონება, რომელიც გააჩნდა აფხაზეთში, თუ სამაჩაბლოში.”- აცხადებს ინგა ახალაია.
აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და სამოქალაქო აქტივისტი ინგა ახალია აცხადებს, რომ დევნილების პრობლემების მოგვარების პირობა პირობად დარჩა. მისივე თქმით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში დავა, რათა მოხდეს დევნილებისთვის ზარალის ანაზღაურება. მას ჩვენთან საუბარში კვიპროსისა მაგალითი მოჰყავს.
,,ნორმალური ხელისუფლების პირობებში არათუ დევნილების უძრავი ქონების დაკანონება უნდა ხდებოდეს, არამედ მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიების მიწის თუ სახელმწიფო შენობების. შემდგომ კი დავა საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ. არსებობს ასეთი პრეცედენტი კვიპროსის მაგალითზე, სადაც თურქეთს დევნილებისთვის მოუწია კომპენსაციის გადახდა ზიანის მიყენებისთვის. კონფლიქტი გაყინულია და დღემდე გადაუჭრელი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი პრეცედენტი არსებობს. საქართველოს თავისუფლად შეუძლია ედავოს რუსეთს, მაგრამ ,,ქართული ოცნება” ატარებს რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, შესაბამისად ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს. დევნილების უფლებები საქართველოში დაცული არ არის. ის ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, რის შედეგადაც ტრაგედიების (თვითმკვლელობამდე მიყვანილი დევნილები) მომსწრეც ვართ. 33 წელია დევნილები ბინის მოლოდინში არიან და ზოგი ისე ტოვებს ამ ქვეყანას არც ჭერს ეღირსა და არც სახლში დაბრუნება. არადა დევნილები საქართველოს მოსახლეობის 8% შეადგენს. 33 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ სახელმწიფოს ყველა დევნილი დაეკმაყოფილებინა საცხოვრისით. დღემდე 45 000 ოჯახზე მეტი ბინის მოლოდინშია.”- ამბობს ინგა ახალაია.

ასევე დაგაინტერესებთ