უკრაინისთვის Patriot-ებს გაგზავნის – ტრამპი

აშშ უკრაინისთვის გაგზავნის სარაკეტო კომპლექსებს Patriot-ი, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს. ამის შესახებ, როგორც ამერიკული და ევროპული მედიასაშუალებები იუწყებიან, ჟურნალისტებს განუცხადა უქმე დღეების შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ის 13 ივლისს ნიუ-ჯერსიში დაეწრო საფეხბურთო კლუბების ჩემპიონატის ფინალს.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია უკრაინისთვის გასაგზავნი სარაკეტო კომპლექსების რაოდენობა და არც ის, ევროკავშირის რომელი ქვეყნები გადაიხდიან თანხას.
-ის პრეზიდენტმა ისევ გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინით, რომელიც უკრაინის დაბომბვას განაგრძობს და ისევ თქვა, რომ უკრაინელებს თავდაცვა სჭირდებათ.
გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იარაღს უგზავნის ნატოს, რომელიც შემდეგ ამ იარაღს უკრაინას გადასცემს და საფასურსაც ალიანსი იხდის.
დღეს, 14 ივლისს თეთრ სახლში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან მარ რიუტესთან.
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის და გერმანიის თავდაცვის მინისტრების, პიტ ჰეგსეთის და ბორის პისტორიუსის შეხვედრაც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ გერმანიის მიერ უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ების შეძენას.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო და აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.
ჯერ კიდევ მარტში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა კონკრეტული პასუხის გარეშე დატოვა.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი, რომელიც საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე უარს ამბობს და განაცხადა რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა