გრანდიოზული ფოიერვერკები და ლაზერული შოუები – მსოფლიო 2024 წლის დადგომას აღნიშნავს

2024 წელი პირველად შობის კუნძულზე იზეიმეს. ერთ-ერთი პირველი იყო ახალი ზელანდია, სადაც ძველი წელი მასშტაბური ფოიერვერკით გააცილეს. შთამბეჭდავი სანახაობის შესაქმნელად ოკლენდი ჯერ კიდევ 6 თვით ადრე ემზადება.
2024-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საახალწლო ფეიერვერკით შეხვდა ავსტრალია. სიდნეის ჰარბორის ხიდიდან რვა ტონა პიროტექნიკა გაუშვეს.
ახალი წლის ღამეს, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სანახაობა გაიმართა ნიუ-იორკში. მეგაპოლისის ცენტრში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ერთად გააცილეს 2023 წელი. თაიმს სქვერზე ბროლის ბურთი დაუშვეს.
ახალ 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე ორ მილიონზე მეტი ადამიანი შეხვდა. გრანდიოზული შოუ 12 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა. სადღესასწაულოდ, ბრაზილიაში მილიონობით ტურისტი ჩადის.
გერმანიაში, ბრანდერბურგის კარიბჭესთან, 2024 წელი ათასობით ადამიანმა იზეიმა. ბერლინის ცა ულამაზესმა ფეიერვერკმა გაანათა. ახალ წელს გრანდიოზული სანახაობით შეხვდა საფრანგეთიც. პარიზში ათასობით ადამიანი ელისეის მინდვრებსა და ტრიუმფალურ თაღთან შეიკრიბა. გაიმართა ლაზერ შოუ და ფეიერვერკების ზღაპრული სანახაობა.
ახალი წლის დადგომა ბრიტანელებს ბიგ-ბენმა ამცნო. ინგლისის დედაქალაქში, 2024 წელს გამორჩეული და მასშტაბური სანახაობით შეხვდნენ.
ძველი წელი გრანდიოზული ფეიერვერკით გააცილეს ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. ტრადიციულად, განსაკუთრებული და ყველაზე გამორჩეული სანახაობა გაიმართა დუბაიში. ბურჯ ხალიფასთან, თითქმის, 20 000 ფერადი ფოიერვერკი გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში