გამომცემლობებს და წამყვან წიგნების ქსელური მაღაზიების ფინანსური მაჩვენებლები

გამომცემლობებს და წამყვან წიგნების ქსელური მაღაზიის ფინანსურ მაჩვენებლებს ხუთი უმსხვილესი კომპანიის მაგალითზე გავეცნოთ:

Palitra L Publishing • გამომცემლობა პალიტრა L და Biblusi • ბიბლუსი (ქვეყნის წამყვანი გამომცემლობა და უმსხვილესი წიგნების მაღაზიის ქსელი) “პალიტრა ჰოლდინგის” და მისი მეწილეების მფლობელობაშია. ეს ჰოლდინგს მნიშვნელოვან სტრუქტურულ უპირატესობას აძლევს, ვინაიდან წიგნის შექმნიდან გაყიდვამდე პროცესის ძირითადი ეტაპებს თავად ახორციელებს.

შემოსავლებით “პალიტრა L” უპირობო ლიდერია წიგნის თითქმის ყველა კატეგორიაში (გარდა სასკოლო და საბავშვო წიგნებისა). კომპანიას 2021 წლის შემდეგ ფინანსური ანგარიშგება არ აქვს გამოქვეყნებული, ამიტომ 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით განვიხილავთ კომპანიის ფინანსებს. კომპანია 2021 წლის მონაცემებითაც მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა გამომცემლობებს ბრუნვის ჭრილში.

ბაზარზე მეორე მსხვილ მოთამაშეს წარმოადგენს სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing. სხვა გამომცემლობების უმეტესობა კი ზომით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება წამყვან მოთამაშეებს. ასეთი გამომცემლობების რიგებში არიან გამომცემლობა ინტელექტი • Intelekti Publishing და გამომცემლობა არტანუჯი • Artanuji Publishing, რომლებიც საერთო მფლობელობის ქვეშაა.

გამომცემლობების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით საკმაოდ ჯანსაღია. ორი უმსხვილესი გამომცემლობის საშუალო შეწონილი EBITDA მარჟა 19%-ს აღწევს.

“ინტელექტსა” და “არტანუჯის” ზარალიანი ოპერაციები ჰქონდათ 2023 წელს, რაც მათი პროპორციულად გაცილებით მაღალი სახელფასო ხარჯებით არის განპირობებული (შემოსავლების 32-35%). ასეთი მაღალი სახელფასო დანახარჯები არ წარმოადგენს მხოლოდ საოპერაციო საჭიროებებისთვის განკუთვნილ სახელფასო ფონდს და, დიდი ალბათობით, მოიცავს მფლობელებზე გაცემულ კომპენსაციასაც.

₾48 მილიონიანი ბრუნვის მქონე Biblusi • ბიბლუსი-ს, წიგნის მაღაზიის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. კომპანიის სარეალიზაციო მარჟა 42%-ია, EBITDA მარჟა კი 6%.
განხილული გამომცემლობებისა და წამყვანი წიგნის ქსელური მაღაზიის შემოსავლების დინამიკა 2019-2023 წლებში: