“რუსთავი 2-ის” ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტის “პრაიმ ჰაუსის” გამარჯვებული და ახალი ბინის მფლობელი ანა ქურდაძე გახდა

236 218 შემოსული ფასიანი ზარი და 28 300 ერთდროული მაყურებელი სოციალურ ქსელში – ყველაზე რეიტინგული და გამოწვევებით სავსე მეგაპროექტის ოთხივე სეზონის რეკორდი მოხსნილია. “რუსთავი 2-ის” საახალწლო ეთერი, განსაკუთრებით ჯადოსნური ერთი მონაწილისთვის აღმოჩნდა. გრანდიოზული პრიზი, ბინა “იმპელ დეველოპმენტისგან” – ანა ქურდაძეს ერგო.
ამ სეზონს, წინამორბედებისგან ისიც გამოარჩევს, რომ გამარჯვებულის ტიტული ქალმა პირველად მოიპოვა.
ფინალის მოგება ვერ შეძლეს, თუმცა დამარცხებას მაინც ღირსეულად შეხვდნენ სხვა ფინალისტები. მათ შეიძინეს ყველაზე მთავარი – მაყურებლის სიყვარული.
ვიდრე რეიტინგების რეკორდსმენი გადაცემა კულმინაციას მიაღწევდა, წამყვანებმა მონაწილეებთან და აუდიტორიასთან ერთად, ამ სეზონის დასამახსოვრებელი ფრაგმენტები გაიხსენეს.
საახალწლო ეთერს გამოარჩევდა ისიც, რომ ფინალურ ეპიზოდში “რუსთავი 2-ის” მაყურებელს, შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა ქართველი შემსრულებლების მუსიკალური ნომრებისთვის. ცნობილ მომღერლებთან ერთად, საახალწლო სიმღერები “პრაიმ ჰაუსის” ძველმა მონაწილეებმაც შეასრულეს.
სეზონიდან სეზონამდე “პრაიმ ჰაუსი” თავის რეკორდს ხსნის. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონი ყოფილა. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გადაცემის შემოქმედებითმა გუნდმა, ახალი ფინალური სეზონიც დააანონსა. “პრაიმ ჰაუს All Stars ” – ასე ერქმევა მეგაშოუს ბოლო სეზონს.
“პრაიმ ჰაუსის” ფინალური სეზონი გაზაფხულზე დაიწყება. ძველი მონაწილეები ახალი შემართებით ეცდებიან მაყურებლის გულის მოგებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში