მედია: “რასიზმის გამო” აშშ-დან მოსკოვში დაბრუნებული შავკანიანი მეზობელმა რასობრივ ნიადაგზე სცემა

ავკანიანი ქალი, რომელიც “რასობრივი დისკრიმინაციის გამო” -დან რუსეთში დაბრუნდა, მეზობელმა რასობრივ ნიადაგზე სცემა. ინციდენტის შესახებ თავად მსხვერპლი, ფრანსინ ვილა, თავის Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.

რუსული დამოუკიდებელი მედია Sota Vision წერს, რომ წარსულში ფრანსინ ვილა ს სახელმწიფო სააგენტო Russia Today-ის პროპაგანდისტულ ფილმში, სახელად “შავკანიანი სსრკ-ში,” გადაიღეს.

ფილმში ვილა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოუწია მას რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის სისასტიკის გამო აშშ-ს დატოვება. ფილმში ის ამბობდა, რომ რუსეთში თავი საბოლოოდ იგრძნო თავისუფლად.

რუსული მედიის ცნობით, მსხვერპლმა ვიდეო საავადმყოფოდან გამოაქვეყნა, რომელშიც მისი მძიმედ ნაცემი სახე ჩანდა. ფრანსინის თქმით, მას სცემა მეზობელმა, რომელიც კანის ფერის გამო ცოლთან ერთად მას რეგულარულად აყენებდა შეურაცხყოფას. მსხვერპლის თქმით, ინციდენტს შეესწრო მისი შვილიც.

Sota Vision წერს, რომ ფრანსინ ვილა მოსკოვში დაიბადა, თუმცა აშშ-ში გაიზარდა. ის რუსეთში 2019 წელს დაბრუნდა.

გამოცემა ასევე ფრანსინის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოსაც ავრცელებს:

ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ

შსს ჩეჩენი ქალის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაციაზე – საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება – ის გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში