“გაიქეცი!” – ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

იაპონიის ცენტრალურ რეგიონში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა და ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, სანაპირო რაიონების მოსახლეობას – განსაკუთრებით ნოტოს პროვინციის მცხოვრებლებს – მაღალ ადგილებში თავის შეფარებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნოტოში ტალღებმა, შეიძლება, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც, სადაც ტალღებმა, შესაძლოა, 3 მეტრს მიაღწიოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იშიკავას პრეფექტურაში, მიწისძვრის გამო, დაახლოებით 32 500 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეფექტურაში ბევრი სახლი ჩამოინგრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი