ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაკარგულების ძებნა ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო შეწყვიტეს

გადაუდებელი დახმარების ჯგუფებმა კვირას, 13 ივლისს, კერის ოლქში, ტეხასში, იძულებით შეაჩერეს სამძებრო სამუშაოები იმ არეალში, რომელიც ამ თვის დასაწყისში კატასტროფულმა წყალდიდობამ ყველაზე მძიმედ დააზარალა. მათ სამძებრო სამუშაოების შეჩერება იმის გამო მოუწიათ, რომ რეგიონში ახალი წყალდიდოის საფრთხე არსებობს.
ევაკუაცია კვლავ გრძელდება რამდენიმე ცენტრალურ ოლქში, სადაც ხელისუფლება აკვირდება წყლის დონის მატებას კერვილში — ქალაქში, რომელიც 4 ივლისის გამანადგურებელმა შტორმებმა ყველაზე მძიმედ დააზარალა და რის შედეგადაც ადიდდა გუადალუპეს მდინარე. ტეხასის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 161 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
სერიოზული საფრთხე, რომელიც სან-საბას ოლქში იჩენს თავს, უკავშირდება სან-საბას მდინარეს. მიმდინარე შაბათ-კვირის წვიმები სავარაუდოდ, მდინარის დონეს მაღლა აწევს. მოსალოდნელია, რომ მდინარე უფრო სწრაფად და მასშტაბურად ადიდდება, ვიდრე ეს 4 ივლისს მოხდა.
4 ივლისის დილის ადრეულ საათებში, მდინარე ერთ საათზე ნაკლებ დროში 20 ფუტზე მეტით ადიდდა და შედეგად, მთლიანად კერის ოლქში სულ მცირე 103 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათეულობით ბავშვი საზაფხულო ბანაკში, რომელიც სანაპიროზე მდებარეობდა.
Ask ChatGPT

ასევე დაგაინტერესებთ

შსს ჩეჩენი ქალის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაციაზე – საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება – ის გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში