“ზაფხულობით კადრების დეფიციტთან და მოთხოვნის კლებასთან ადაპტირება გვიწევს” – “წიწილა” გამოწვევებზე

ქართული სწრაფი კვების ობიექტებისთვის ზაფხულობით როგორც კადრების დეფიციტის, ასევე მოთხოვნის შემცირების გამოწვევა დგება – ამის შესახებ BMG-სთან “წიწილას” თანადამფუძნებელმა, მარიამ მარხულიამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული აქტიური პერიოდი უნდა იყოს გაყიდვების გასაზრდელად, როცა საქმე ქართულ გემოებს ეხებათ, ვითარება განსხვავებულია.
“კადრების დეფიციტის პრობლემა ძალიან რეალურია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა სტაბილური კადრის შენარჩუნება რთულია. ბევრ ადამიანს სურს სეზონზე 3 თვით სამუშაოდ [საზღვარგარეთ] წასვლა და ახალი კადრის აყვანა 10-ჯერ მეტად რთულდება. გვიწევს ორმაგი რესურსის დახარჯვა იმისთვის, რომ ამ პერიოდში ხარისხი შევინარჩუნოთ.