“ევროსკოპის” ცნობით, ევროკავშირი 15 ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის მოსამართლეების, სანქცირებას განიხილავს

“ევროსკოპის” ინფორმაციით, სამშაბათს კაია კალასი ევროკავშირის მინისტრებს წარუდგენს 15 პირის სიას მიზნობრივი სანქციებისთვის, მათ შორის მოსამართლეებიც არიან. კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

საქართველოს საკითხი დღის წესრიგში მეორეა და დაგეგმილია ვრცელი განხილვა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და უვიზო რეჟიმის თაობაზე.

როგორც ევროკავშირის წყარო ამბობს, ყველაფერი “მაგიდაზეა” და მინისტრებს შეუძლიათ თავიანთი წინადადებები დახურულ კარს მიღმაც წარადგინონ.

ასევე დაგაინტერესებთ