ანტონიო კოშტა – ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას – ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები

ტარიფები გადასახადებია, ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გარკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას, – ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ტრამპის მიერ ევროჯავშირის წინააღმდეგ დაანონსებულ 30%-იან ტარიფებს.
“თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა ზრდის კეთილდღეობას, სამუშაო ადგილებს ქმნის და ლოგისტიკურ ჯაჭვებს აძლიერებს.
ტარიფები გადასახადებია. ისინი ზრდიან ინფლაციას, ქმნიან გაურკვევლობას და ხელს უშლიან ეკონომიკურ ზრდას. გავაგრძელებთ მსოფლიოს მასშტაბით ძლიერი სავაჭრო პარტნიორობების შენებას.
ევროკავშირი რჩება მყარი, ერთიანი და არის მზად, დაიცვას თავისი ინტერესები, პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის ძალისხმევების სრულ მხარდაჭერაში მიაღწიონ სამართლიან შეთანხმებას -თან,” – წერს კოშტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი