შვედეთის საგარეოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს

საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
ინფორმაციას ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს
“რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრსა და კაია კალასთან ერთად, განცხადება გავავრცელე საქართველოში არსებული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებები და დაკავებები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, ხელს უწყობს დემოკრატიის დაშლას საქართველოში, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს.
პარასკევს, 11 ივლისს საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით”, – წერს მარია მალმერ სტენერგარდი X-ზე.