მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე. რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ეს საკითხი ასე მკვეთრად არავის დაუყენებია

მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე. რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ეს საკითხი ასე მკვეთრად არავის დაუყენებია
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან და აკადემიის წევრებთან შეხვედრას, სადაც აღინიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო ექსპერტიზის ინტეგრირება საჯარო პოლიტიკის ფორმირების პროცესში და სახელმწიფო სტრუქტურებსა და აკადემიურ-სამეცნიერო სექტორს შორის ეფექტიანი კავშირების დამყარება, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.
ექსპერტი მიესალმება განათლების მინისტრის ინიციატივას, სამეცნიერო ექსპერტიზის საჯარო პოლიტიკაში გამოყენების თაობაზე.
„რამდენი მინისტრი გამოიცვალა განათლების სისტემამ და არც ერთს ასე მკვეთრად არ დაუყენებია მეცნიერების და სახელმწიფოს თანამშრომლობითი განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხი. ყველა განვითარებულ სახელმწიფოში დარგობრივი პოლიტიკა ეფუძნება სწორედ სამეცნიერო ექსპერტიზას. უცხოეთში ყველა წამყვანი უნივერსიტეტი ფასობს იმით, თუ როგორ იყენებს მის სამეცნიერო დასკვნებს სახელმწიფო სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბებისას.
საქართველოში ეს დღემდე თითქმის ხელშეუხებელი თემა იყო გარდა ერთეული შემთხვევებისა. აქ, მართალია, სხვადასხვა დოკუმენტის შექმნისას შესაძლოა ჩართულნი იყვნენ ექსპერტები და მეცნიერები, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კვლევის შედეგების არც პოპულარიზაცია ხდებოდა და არც მისი გამოყენება. მთელს მსოფლიოში, ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, დიდი ფული იხარჯება სამეცნიერო კვლევებში, მის პოპულარიზაციასა და გამოყენებაში. სწორედ ამ გზას ადგას დღეს განათლების სისტემაც.
მინისტრის საუკეთესო ინიციატივა მოტივაციას შეუქმნის არა მხოლოდ მეცნიერებს, შექმნან ღირებული კვლევები, არამედ, საჯარო პოლიტიკის წარმომადგენლებსაც, გაეცნონ და გამოიყენონ პოლიტიკების შემუშავებისას სამეცნიერო ექსპერტიზა.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას ყველა კარგ საქმეში!“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაპირების მიუხედავად, რომ ელჩი აღარ გადადგამდა მარგინალურ და დიპლომატიურ ნორმებთან შეუთავსებელ ნაბიჯებს, ბატონი ფიშერი გუშინ ისევ რუსთაველზე გამოჩნდა და რადიკალების მიმართ სიმპათია საჯაროდ გამოხატა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ

იტალიური გამოცემა Verita-ს ცნობით, უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სკანდალი მოსალოდნელი იყო, როგორც ჩანს, ამ ფაქტის მიხედვითაც, უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროინტეგრაციის გზაზე