შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – ვერანაირად ვერ გახდა ქართველი, აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ არ აქვს ქართული გონი, სული და ხასიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს, იყო ამ ქვეყნის შვილი

იცით, რომ ქალბატონი სალომე უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, იქ დაბადებული, გაზრდილი და როგორც ჩანს, ვერანაირად ვერ გახდა ქართველი. აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ მას არ აქვს ქართული გონი, ქართული სული და ქართული ხახიათი, არ აქვს ბმა იმასთან, რაც ნიშნავს იყო ქართველი, იყო ამ ქვეყნის შვილი და მის დამოუკიდებლობაზე ზრუნავდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, ს ინიციატივას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს.
პაპუაშვილის თქმით, ახლა სალომე ზურაბიშვილს „ქვეყნის დამოუკიდებლობის წყალში გადაყრა უნდა“.
„ის, რასაც ის [ზურაბიშვილი] ამბობს, ეს არის სირცხვილი, როცა ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე ამბობს, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვეულებრივი ვასალი ქვეყანა, ან არ შემდგარი ქვეყანა, ან არარსებული წარმონაქმნი, რომელსაც სხვები ჩაუტარებენ არჩევნებს, სხვები დაუნიშნავენ მოსამართლეებს, ის კი ამბობს ამას, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ამას გვაპარებდნენ ჩვენ ნელ-ნელა, როცა გვეუბნებოდნენ, ჩვენი დაფინანსებული ორგანიზაციები უნდა იყვნენ გადამწყვეტი, ვინც მოსამართლეებს, -ს დაგინიშნავსო. ქალბატონმა სალომემ რაც გააკეთა, იმით გაყიდა სინამდვილეში, რა არის სხვების გეგმები საქართველოსთან მიმართებით, რომ გარედან ვიმართებოდეთ, თითქოს, აქ პირველი თემური წყობილებაა და არ შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა ჩვენ თვითონ ვმართოთ, რაც სირცხვილია. საკუთარი ერის ამ დონეზე დაკნინება, იმ ერის, რომელმაც ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე ადრე შექმნა ევროპული ყაიდის სახელმწიფო, 1918-21 წლების რესპუბლიკას ვგულისხმობ, ახლა ჩვენ უნდა მოგვადგეს ვიღაც უცხო ქვეყანა და გვიტაროს არჩევნები? ამ დონეზე ზოგიერთი კანიდატი ქვეყანა ბრიუსელს მიყვანილი ჰყავს, მაგრამ ეს განზრახვები თუ აქვს ჩვენს მიმართ, აბა რაღად გვინდოდა დამოუკიდებლობა, საბჭოთა კავშირს იმიტომ დავეხსენით, რომ ჩვენ ჩვენს თავს ვყოფილიყავით მიყუდნებული, ახლა ქალბატონ სალომეს უნდა, რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს, რასაც ჩვენი დამოუკიდებლობა ჰქვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.