რუსეთის გარეშე არაბთა ემირატებში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების შეხვედრის შედეგებზე და უახლოეს მომავალში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოვლენათა განვითარების პერსპექტივებზე “ინტერპრესნიუსი“, კავკასიური პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორს, ახმედ ალილის ესაუბრა.
– ბატონო ახმედ, არაბთა ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირებისა და სამთავრობო დელეგაციების შეხვედრის შედეგები უკვე ცნობიულია, მიუხედავად ამისა, მაინც შეგეხმიანეთ.
მხარეები საზღვრის დემარკაციის, ზანგეზურის კორიდორის გამოყენებისა და აზერბაიჯანსა და სომხეთის საზოგადოებებს შორის ნდობის აღგენის დაჩქარების პროცესებზე შეთანხმდნენ. ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებები ამჯერად და პირველად რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაიმართა და საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანისა და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების რუსების გარეშე შეხვედრას? ამ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები რას შეიძლება ნიშნავდეს?
– აბუ დაბიში შეხვედრით დაიწყო აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის ურთიერთობების ახალი ფაზა.
აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის ურთიერთობების დადებითი დინამიკის ეტაპი 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის ნოემბრამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ მხარეებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ ორმხრივი ურთიერთობები უმჯობესი იქნებოდა თუ გაგრძელდებოდა ორმხრივ ფორმატში. ამის შესახებ განცხადებას მხარეებმა ხელი მოაწერეს 2023 7 დეკემბერს. სომხეთის მხარის წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ ბაქოში. ამას წინ უძღოდა ტყვეების გაცვლა.
იმის გამო რომ სომხური დელეგაცია ბაქოში არ ჩამოსულა პროცესებმა ნეგატიური დინამიკა შეიძინა და ამგვარი ვითარება გაგრძელდა 2025 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე. ამის შემდეგ ორმხრივ ურთიერთობაში პოლიზტიური ფაზა დაიწყო 2025 წლის მარტისთვის. ამის საფუძველი კი იყო ის, რომ მხარეებმა 2025 წლის 13 მარტს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი ერთმანეთთან შეათანხმეს.
ის პროცესები, რაც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხივ ფორმატში ურთიერთობებს უკავშირდება, შეიძლება ითქვას, რომ გახლავთ პიკი ორმხრივ ურთიერთობებში. პოზიტიურად აღიქმება ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შეუძლიათ ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე არა მხოლოდ ორგანიზება, არამედ ამ ურთიერთობებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა და მათზე ერთობლივად მუშაობა.
პოზიტიურად აღიქმება ის, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შეუძლიათ ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს დონეზე არა მხოლოდ ორგანიზება, არამედ ამ ურთიერთობებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა და მათზე ერთობლივად მუშაობა
ვფიქრობ, რომ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იქნება ერთობლივი შეხვედრების სერია. აზერბაიჯანს საზვრები აქვს რუსეთთან და ირანთან. ორივე ეს ქვეყანა ახლა ომის მდგომარეობაში იმყოფება.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ თავისი ფიზიკური გადარჩენა. ამ ვითარებაში აზერბაიჯანსა და სომხეთმა უნდა იზრუნონ თავის უსაფრთხოებაზე ერთობლივად. ამის გაგება უბიძგებს ორივე მხარეს ერთობლივად იფიქრონ და იმუშაონ. სიტუაციის ამგვარი გააზრების შედეგია ის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ თავისი ფიზიკური გადარჩენა. ამ ვითარებაში აზერბაიჯანსა და სომხეთმა უნდა იზრუნონ თავის უსაფრთხოებაზე ერთობლივად. ამის გაგება უბიძგებს ორივე მხარეს ერთობლივად იფიქრონ და იმუშაონ. სიტუაციის ამგვარი გააზრების შედეგია ის, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთ შორის მოლაპარაკებებზე რუსეთის არყოფნას მოლაპარაკებების მაგიდასთან. მანამდე ვხედავდით გარკვეულ კონკურენციას ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის. აზერბაიჯან-სომხეთს შორის შეხვედრები იმართებოდა ხან, მოსკოვში, ხანაც პეტერბურგში, სოჭში, ყაზანში და ასე შემდეგ.
აბუ დაბიში შეხვედრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ფორმატია. ამ პროცესში ჩართულები არიან ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც კულისებიდან უჭერენ მხარს.
სტივ უიტკოფი, აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში იმყოფებოდა ამას წინათ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ეგეც შემთხვევით არ მომხდარა.
– აბუ დაბიში მხარეები დემარკაციის, ზანგეზურის კორიდორისა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საკითხებზე შეთახმდნენ.
მაგრამ, რადგან თქვენ ორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხეთ, თან ბრძანეთ, – „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ თავისი ფიზიკური გადარჩენა. ამ ვითარებაში აზერბაიჯანსა და სომხეთმა უნდა უზრუნველყონ თავისი უსაფრთხოება ერთობლივად.“
ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხელმოსაწერ სამშვიდობო შეთანხმებაში მხარეები აიღებენ ვალდებულებას საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ ერთმანეთს?
– სამშვიდობო შეთახმება, რომელიც უკვე მომზადებულია, მასში ჩადებულია ყველა საბაზისო პარამეტრები – ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება, საზღვრები, რომ ერთმანეთის პრეტენზიებთან დაკავშირებით მხარეები არ მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოებს და ასე შემდეგ. ეს პარამეტრები შესაძლებლობას მისცემს მხარეებს ერთმანეთთან დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები.
როცა ბაქოში უკვე იქნება სომხეთის საელჩო, ხოლო აზერბაიჯანის საელჩო იქნება ერევანში, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მხარეებმა იმსჯელონ ერთობლივ სამხედრო ალიანსებსა თუ იმაზე, საჭიროების, ან ფორს-მაჟორულ შემთხვევაში როგორ დაეხმარებიან ერთმანეთს. ამაზე მსჯელობა და შემდეგ ამის რეალიზება რუტინული საქმიანობა იქნება, რაზეც მხარეები იმუშავებენ.
აზერბაიჯანს სურს დათხოვნილ იქნეს ე.წ. მინსკის ჯგუფი, გარკვეული ცვლილებები მოხდეს სომხეთის კონსტიტუციაში. რასაც თქვენ ამბობთ, გასაკეთებელია და ვფიქრობ, გაკეთდება კიდეც. ჩემი აზრით, ეს ესმის ორივე მხარეს. როცა ორმხრივ ფორმატში აზერბაიჯანი და სომხეთი გააგრძელებენ მუშაობას, ამ საკითხების განხილვისა და მათზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგება.
როცა ბაქოში უკვე იქნება სომხეთის საელჩო, ხოლო აზერბაიჯანის საელჩო იქნება ერევანში, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მხარეებმა იმსჯელონ ერთობლივ სამხედრო ალიანსებსა თუ იმაზე, საჭიროების, ან ფორს-მაჟორულ შემთხვევაში როგორ დაეხმარებიან ერთმანეთს. ამაზე მსჯელობა და შემდეგ ამის რეალიზება რუტინული საქმიანობა იქნება, რაზეც მხარეები იმუშავებენ
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე შეთანხმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაში ახლა რამის ჩამატება არა მგონია დიპლომატიური თვალსაზრისით იყო შესაძლებელი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ ამ საკითხზე მხარეები ორმხრივ ფორმატში აუცილებლად იმსჯელებენ.
– სულ ცოტა ხნის წინ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ამ დონის თანამშრომლობას სჭირდება დრო და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და ეს სამომავლო საქმეა…
– დიახ, სწორედ ასეა და ვფიქრობ მხარეები ამგვარ თემებზეც აუცილებლად იმსჯელებენ.
– აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივი მოლაპარაკებების რუსეთის გარეშე გამართვამ გააჩინა განცდა, რომ რუსეთი გადის სამხრეთ კავკასიიდან.
დარწმუნებული ვარ, რუსეთი ამ პროცესს ყურადღებით ადევნებს თვალს. ამ თემაზე რუსეთის საგარეო უწყებამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ისინი ასეთ შეხვედრებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიესალმებიან, მაგრამ, იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ჭირს დაიჯერება.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურჩიერთობები დაჩქარებულადაც კი განვითარდება. თქვენც ვარაუდობთ, რომ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 2025 წლის ბოლომდე მოეწერება?
– დღეს უკვე თამამად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.
წლის ბოლოს ბიუჯეტების დამტკიცების დროა და მისაღები იქნება გადაწყვეტილება დაითხოვენ თუ არა ე.წ. მინსკის ჯგუფს, თუ მათი დაფინანსებისთვის კიდევ იქნება თანხები გამოსაყოფი თუ არა. ვხედავთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაიწყეს ერთმანეთის უკეთ გაგება. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, შესაძლებელი იქნება თუ არა სომხეთის კონსტიტუციის პრეამბულაში ცვლილებების მიღების გარეშე სამშვიდობო შეთანსმებაზე ხელმოწერა.
თუ ნაპოვნი იქნება ფორმულა, რომლის თანახმადაც სომხეთის კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების გარეშე იქნება შესაძლებელი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მაშინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე აუცილებლად მოეწერება.
თუ ნაპოვნი იქნება ფორმულა, რომლის თანახმადაც სომხეთის კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების გარეშე იქნება შესაძლებელი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა, მაშინ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე აუცილებლად მოეწერება
როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს დაველოდოთ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, ამაზე იქნა დამოკიდებული სომხეთს ექნება თუ არა ახალი კონსტიტუცია.
– მიმდინარე კვირას სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თთქოს ბაქოში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ავია ბაზა აშენდება,
ამის მსგავსი რამ აზერბაიჯანის არც ერთ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებს თუ სხვა წყაროებს არც გაუვრცელებიათ და არც დაუდასტურებიათ.
თუ ხმები ამის შესახებ რეალობას შეესაბამება, სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაჩნდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ავია ბაზა?
– აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. აზერბაიჯანის საექსპერტო წრეებში ამგვარი ვარიანტები განიხილებოდა, მაგრამ, სამთავრობო დონეზე ასეთი არც მსჯელობა ყოფილა და მითუმეტეს არ გადაწყვეტილებები არ მიღებულა.
იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში იქნა, ეს დამატებით საფრთხეებს გაზრდის აზერბაიჯანისთვის. მაგრამ, აზერბაიჯანში ხშირად ტარდება თურქეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროებთან ერთად სასწავლო წვრთნები
საქმე იმაშია, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში ისეთი დონის თანამშრომლობა, ინტეგრაციაა, მათ შორის ოპერატიულ დონეზე, ჩვენი თავდაცვის სისტემა სრულად შესაბამება ნატოს სტანდარტებს, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული ავიო ბაზის აშენებისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში იქნა, ეს დამატებით საფრთხეებს გაზრდის აზერბაიჯანისთვის. მაგრამ, აზერბაიჯანში ხშირად ტარდება თურქეთისა და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროებთან ერთად სასწავლო წვრთნები.
– აბუ დაბის შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავება.
ახლა რუსეთი უკრაინაში აწარმოებს ომს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივ ფორმატში დაწყებული ურთიერთობები კრემლს აღიზიანებს.
ახლა, თითქოს განსაკუთებული არც არაფერი ხდება, მაგრამ, ფაქტია, მხარეებს შორის უნდობლობაა და წყენა არსად წასულა. უახლოეს მომავალში რა მოლოდინები გაქვთ რუსული მხრიდან?
– მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოექცნენ რუსეთში აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, ბევრი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა როცა ერევანში იყო ვიზიტად.
მან კი თქვა შემდეგი – რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყარაბაღის სტატუსი ისეთი დარჩენილიყო, როგორც ბოლო საომარ მოქმედებამდე იყო. ანუ ყარაბაღის სტატუსის საკითხი მომავალ თაობებს გადაეწყვიტად.
მისივე თქმით, ის რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ლაგდება, იმის შედეგია, რომ ევროპულ და ამერიკულ ფორმატებში აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ეღიარებინათ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა.
პრაქტიკულად, ლავროვმა ერევანში პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის ბრალი კი არაა, რომ სომხეთმა ყარაბაღი დაკარგა, რუსეთს სურდა არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, მაგრამ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ფაშინიანის ბრალია რომ სომხეთმა ყარაბაღი დაკარგა. ჩემი აზრით, ლავროვის ამ გზავნილმა ძალიან ცუდი ფონი შექმნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავებაში.
ლავროვმა ერევანში პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის ბრალი კი არაა, რომ სომხეთმა ყარაბაღი დაკარგა, რუსეთს სურდა არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, მაგრამ, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ფაშინიანის ბრალია რომ სომხეთმა ყარაბაღი დაკარგა. ჩემი აზრით, ლავროვის ამ გზავნილმა ძალიან ცუდი ფონი შექმნა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავებაში
ფაქტობრივად, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი არ იყო დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხებს შორის არსებული კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებაში. ჩემი აზრით, ვიდრე რუსეთი არ აუხსნის თავის მოსახლეობას, ჩვენც და სომხებსაც თუ რატომ არ იყო რუსეთი დაინტერესებული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში, მანამდე რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ველოდები.
შესაძლოა, გარკვეული ჟესტების დონეზე ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ, აზერბაიჯანს კარგა ხანი არ ექნება რუსეთის მიმართ ნდობა და შესაბამისად, არც ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი არ მაქვს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
