ლავროვი: ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების კურსკში გაგზავნის გადაწყვეტილება ფხენიანმა მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ფხენიანს ეკუთვნოდა. მისი თქმით, მოსკოვმა ეს წინადადება მიიღო როგორც “სოლიდარობის გულწრფელი გამოხატულება”. ჩრდილოეთ კორეასთან კავშირს მინისტრი უწოდებს “დაუმარცხებელ ძმობას”.
“ჩვენ რეაგირება მივეცით ჩრდილოეთი კორეის ხელმძღვანელის, სახელმწიფო საქმეების თავმჯდომარის წინადადებას. არ გვქონდა რაიმე მიზეზი უარის თქმისთვის სოლიდარობის გულწრფელ გამოხატულებაზე. ჩვენ ამოვდივართ იმ მოცემულობიდან, რომ ჩრდილოეთი კორეა თავად განსაზღვრავს ფორმებს, რომლებითაც ხორცშესხმულია ჩვენი მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე” – თქვა ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცოი სონ ჰისთან მოლაპარაკების შემდეგ.
ლავროვი დასძენს, რომ ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთი კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი უწყვეტ კონტაქტს ინარჩუნებენ და ხშირად ცვლიან შეტყობინებებს.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის მინისტრმა განაცხადა, რომ ფხენიანი უპირობიდ უჭერს მხარს რუსეთის ქმედებებს. “მზად ვართ ვუერთგულოთ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების ყველა პირობას” – თქვა მან.
ჩრდილოეთ კორეის სამხედროები მონაწილეობდნენ ბრძოლებში კურსკის ოლქში – რომელიც 2024 წლის აგვისტოდან ნაწილობრივ მოექცა უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ. ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ჩართულობის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში ვრცელდებოდა, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ 2025 წლის აპრილის ბოლოს აღიარა.
უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, გასული წლის შემოდგომაზე ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა 11 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. სამხრეთ კორეის მონაცემებით, რუსეთის მხარეს ბრძოლისას შესაძლოა დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის 600-მდე ჯარისკაცი – თუმცა მათი ვინაობის დადგენა ამ ეტაპამდე არ ხერხდება.
უკრაინის და სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურები მოელიან, რომ შემდეგ თქვეებში ჩრდილოეთმა კორეამ შესაძლოა რუსეთში კიდევ 25-დან 30 ათასამდე სამხედრო მიავლინოს. CNN-ის მონაცემებით, ისინი, დიდი ალბათობით, ჩაერთვებიან ბრძოლებში რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინის ტერიტორიებზე – მათ შორის მასშტაბური შეტევის ოპერაციების ფარგლებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განმარტებას აკეთებს – როგორც უწყებაში აცხადებენ, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შსს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია ტაქსის მძღოლს აკავებს, განცხადებას ავრცელებს – უწყების განმარტებით, მამაკაცი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი