საბანკო სისტემიდან ირაკლი რუხაძის გასვლა კარგია… მაგრამ პენსია ჩინურმა ბანკმა უნდა დაარიგოს?! – გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ს ეჭვი არ ეპარება, რომ მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, „ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ იყიდის.
„ვინ ეკითხება ეროვნულ ბანკს?!“ – თქვა რომან გოცირიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეროვნული ბანკის იმ განცხადების კომენტირებისას, რომლის თანახმად, მარეგულირებელმა „ბაზისბანკის“ მიმართვის საფუძველზე კონცენტრაციის განხილვა დაიწყო.
„bm.ge-ის ვებგვერდზე წავიკითხე სებ-ის განმარტება, რომ თუ სებ-მა კონცენტრაციაზე დადებითი პასუხი გასცა, ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ „ბაზისბანკი“ აუცილებლად შეძლებს „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვას… ღიმილის მომგვრელია ეს ინფორმაცია – ვინ ეკითხება ეროვნულ ბანკს, თუ ირაკლი რუხაძეს, რომელიც „ლიბერთის“ მფლობელია, მასზე დგას პროპაგანდისტული მანქანაა და მარჯვენა ხელია ს, [მოუნდა ბანკის გაყიდვა?!] ეროვნული ბანკი გაბედავს და უარს ტყვის ჩინური ბანკისა და ლიბერთი ბანკის შერწყმაზე?! დიდი ხანია ეს საკითხი გადაწყვეტილი იყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ „ლიბერთისა“ და „ბაზისბანკს“ შორის გარიგების პროცესი ირაკლი რუხაძის დასანქცირების რისკმა და ასევე, SWIFT-იდან (საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) საქართველოს გათიშვის განხილვის საკითხმა.
რომან გოცირიძის აზრით, „ბაზის ბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შესყიდვა კარგი იქნება იმ მხრივ, რომ საბანკო სისტემიდან გავა ირაკლი რუხაძე, რომელიც შესაძლოა დიდმა ბრიტანეთმა და -მა დაასანქციროს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ ყოფილ დეპუტატს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩინური საფინანსო ინსტიტუტის გავლენა იზრდება.
– მეორე მხრივ, ვინ შემოდის საბანკო სისტემაში?! პენსია უნდა დაარიგონ ჩინელებმა?! ეს ძალიან სარისკოა…
– „ბაზისბანკი“ 2012 წლიდან არის საქართველოში და რატომ არის პრობლემა?
– მაშინ მივესალმე კიდეც „ბაზის ბანკის“ ბაზარზე შემოსვლას…
– რისკს რა მიმართულებით ხედავთ – ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაშია?
– რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო… ასევე, ვხედავთ როგორია გეოპოლიტიკური ვითარება – ჩინეთი, გახდა ს მოკავშირე… „ლიბერთი ბანკი“ სხვანაირი ბანკია – ესაა სოციალური ბანკი, რომლის საბრუნავი ფული, ძირითადად, სახელმწიფოს ფულია და გამოდის, რომ ჩინური ბიზნესი შემოდის ისეთ სფეროში, რომელიც საქართველოს სოციალურ ქსოვილს ედება, ყველა ოჯახს ეხება. აქვს კი მას ამის გამოცდილება?! აქვს კი რესურსები, რომ შეუფერხებლად მოემსახუროს პენსიონერებს?!
– „ლიბერთი ბანკის“ 95.99%-ს თუ ყიდულობს, ლოგიკურია, რომ მოჰყვება ადამიანური რესურსი და აქტივებიც…
– ერთი პლუსი ის არის, რომ „ბაზისბანკი“ სახელმწიფო ბანკი არაა, მაგრამ ნებისმიერ ჩინურ ბიზნესს მაინც სახელმწიფო მართავს… აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურას სულ ჩინური კომპანიები აშენებენ – ისინი ინვესტორები კი არ არიან, არამედ – კლიენტები. ზოგადად, ჩინელებს აქვთ ასეთი მიდგომა, რომ ჩინური ბიზნესი ჩინელებთან უნდა იყოს დაკავშირებული…