მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრებულთა კულუნარიული კონკურსი გაიმართა

მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრებულთა კულუნარიული კონკურსი გაიმართა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ მსჯავრდებულთა კულინარიულ კონკურსს დაესწრო.
კულინარიულ კონკურსში ფინალურ ეტაპზე სასწავლო კურსის ფარგლებში გადამზადებული ოთხი მსჯავრდებული მონაწილეობდა. მათ მიერ მომზადებული კერძები სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა.
კურსის მონაწილეებმა ქართული და ევროპული სამზარეულოს სხვადასხვა სახეობის კერძის მომზადება პროფესიულ დონეზე შეისწავლეს. კურსის დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ.
კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის კურსი იუსტიციის სამინისტროს სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით, კოლეჯ „იკაროსის“ მხარდაჭერით 2024 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ჯამში 40 მსჯავრდებული გადამზადდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბეჟან ობგაიძე, კოლეჯ „იკაროსის“ დირექტორი რუსუდან ჩართოლანი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში