საქართველოში ეუთო-ს კონსულტანტი მეგი ოსდობი კაცი არ შემოუშვეს

საქართველოში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გამოცდილი კონსულტანტი მეგი ოსდობი კაცი არ შემოუშვეს.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და მიუთითა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი.
მეგი ოსდობი კაცი წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. ის Facebook-ის პოსტშიც აღნიშნავს, რომ “27 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სტუმრობდა და მხარს უჭერდა” საქართველოს.