საახალწლო მიმართვაში პატიმარი ნავალნი ამბობს, რომ თავს არ გრძნობს მიტოვებულად

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი – რომელსაც 19 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა ბევრის აზრით პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, და რომელიც ამჟამად იმყოფება დასავლეთ ციმბირის ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კოლონიაში – საახალწლო მიმართვაში “არქტიკულ ჩახუტებას” უგზავნის თავის მხარდამჭერებს.
31 დეკემბერს ტელეგრამით გამოქვეყნებულ მიმართვაში ნავალნი ამბობს, რომ ოჯახი ენატრება, და აქვეყნებს ცოლთან და შვილებთან გადაღებული ფოტოების კოლაჟს. თუმცა დასძენს: “თავს არ ვგრძნობ მარტო, მიტოვებულად ან იზოლირებულად”.
“დარჩით კარგ, პატიოსან ადამიანებად და ამ ახალ წელს შეეცადეთ კიდევ უკეთესები და უფრო პატიოსნები იყოთ” – ეუბნება ნავალნი თავის მხარდამჭერებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)