“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა როდრიგო ერნანდესმა Sky Sports-თან ინტერვიუში პრემიერლიგის თავისებურებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც “ატლეტიკოდან” “ქალაქელებს” შეუერთდა, თავდაპირველად ფიზიკურად ძალიან გაუჭირდა.
“თავიდან პრემიერლიგაში თავის დამკვიდრება გამიჭირდა. 10 კილო მოვიმატე, რადგან ეს საჭირო იყო. ჩემმა სხეულმა ინგლისთან ადაპტაცია გაიარა. ჩვენი დიეტოლოგები ამ ყველაფერზე ზრუნავენ და კარგად იციან, რომ ინგლისში სათამაშოდ ფიზიკური სიძლიერეა საჭირო.
ვფიქრობ, ჩატარებული მატჩების რაოდენობას სწორედ ძლიერი კუნთი განსაზღვრავს. მაგალითად პაუ ტორესი (ასტონ ვილა), რომელსაც “ვილიარეალიდან” ვიცნობდი, ვხედავ, რომ დღითიდღე უფრო მასიური ხდება”, – განაცხადა როდრიმ.
შეგახსენებთ, ესპანელი
ნახევარმცველი “მანჩესტერ სიტის” 2019 წელს, მადრიდის “ატლეტიკოდან”, 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.