მრავალფეროვანი პროდუქტი და მუდმივად ახალი ხილ-ბოსტნეული – Wolt Market-მა მე-7 ფილიალი გლდანში გახსნა

5 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მუდმივად ახალი ხილ-ბოსტნეული – უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვანი პროდუქტით გამორჩეული Wolt Market-ის მე-7 ფილიალი გაიხსნა.
Wolt Market-ის ახალი ფილიალი გლდანში მდებარეობს. Wolt-ის ონლაინ სუპერმარკეტი, რომელიც სპეციალურად მიტანის სერვისისთვის არის შექმნილი, მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ამას განაპირობებს როგორც სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი, ისე სურსათის და სხვა საცალო პროდუქტების ფართო არჩევანი.
Wolt Market-ი მომხმარებელს სურსათის, ხილისა და ბოსტნეულის, სასმლის, ჰიგიენის პროდუქტების თუ სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შერჩევისა და შეკვეთის მარტივ და კომფორტულ სერვისს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს.
Wolt Market-იდან შეკვეთის მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 20 წუთია.
როგორც Wolt-ში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა Wolt Market-ში პროდუქციის ფართო ასორტიმენტის არსებობას, პროდუქტის მაღალ ხარისხსა და მუდმივ ხელმისაწვდომობას.
Wolt Market-ი ბაზარზე უკვე სამი წელია ოპერირებს და თბილისში 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ Wolt Market-იდან შეკვეთა და შეკვეთის რეკორდულად სწრაფ დროში მიღება თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი.
Wolt Market-ის მეშვიდე ფილიალი ბათუმში ფუნქციონირებს და მომხმარებელს, ტრადიციულად, ყოველდღიურად ახალი ხილ-ბოსტნეულის გარდა, არაერთი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციით ანებივრებს.
მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება Wolt-ის გამორჩეული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი კომპანია Wolt-ი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა 3 ათასზე მეტ პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.